"ყვითელმა წყალქვეშა ნავის" ("ვილიარეალის" მეტსახელი) ხელმძღვანელებმა გასულ კვირას უარით გაისტუმრეს მილანის "ინტერი", რომელიც მზად იყო ნილმარში 5 მილიონი ევრო გადაეხადა. კატალონიის "ბარსელონა" მართავს მოლაპარაკებებს "ვილიარეალთან" ნილმარის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, "ვილიარეალი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან გავარდა და ნილმარს არ სურს ლიგა ადელანტეში თამაში, ხოლო "ლურჯ–ბროწეულისფერები" კი თავდამსხმელს ეძებენ და ეს ძალიან კარგი ვარიანტია.
"ელ მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ ნილმარს დიდი ხანია უკვე რაც კავშირი აქვს "ბარსას" ხელმძღვანელობასთან და გუნდის შტაბთან, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენს მოითხოვს "ვილიარეალი" ფეხბურთელში.
|