მილანის "ინტერის” მეკარე ჟულიო სეზარი გუნდის ნახევარმცველის უესლი სნეიდერის და თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს წასვლის წინააღმდეგ გამოდის.
"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდს არ დატოვებს არც სნეიდერი და არც ეტოო. ეს ორი ადამიანი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და გუნდის ერთპიროვნულ ლიდერებად მივიჩნევ.
ვთვლი, რომ თუ გუნდის ხელმძღვანელობას ტიტულების მოგება სურს, ისინი არსად არ უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს გაუჭირდება”.
შეგახსენებთ, სნეიდერის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში” იგეგმება, ხოლო სამუელ ეტო მახაჭკალის "ანჟის” ინტერესის სფეროა.
|