მილანის "ინტერის” ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი ახალ შენაძენებს არ უფრთხის და ირწმუნება, რომ გუნდის გამოცვლას არ აპირებს. იტალიურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მილანური კლუბი "უდინეზეს” სლოვენიელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს იხდის. Corriere dello Sport-თან საუბარში ჟულიო სეზარმა აღნიშნა, რომ ეს მას არანაირად არ ეხება. "არ ვაპირებ "ინტერის” დატოვებას. მილანში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სადმე წასვლას არ ვაპირებ”, - განაცხადა ჟულიო სეზარმა. 32 წლის ბრაზილიელი "ინტერში” 2005 წლიდან თამაშობს, პირველივე დღიდან მის ძირითად მეკარედ იქცა, მოქმედი კონტრაქტი კი, 2014 წლამდეა.