იმ დროს, როცა "ინტერი” უეფას ევროპის ლიგის მატჩში რუმინულ "ვასლუის”ეთამაშებოდა, კლუბის ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი, რომელიც მილანურ გუნდს აღარ სჭირდება, ლონდონში ჩავიდა. იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, ფეხბურთელი "ქუინზ პარკ რეინჯერსთან” მოლაპარაკებას მართავს და სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი დღეს გადაწყდეს. შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერი მილანელებმა მას შემდეგ ჩამოწერეს, რაც სლოვენიელი მეკარე სამირ ხანდანოვიჩი შეიძინეს. ბოლო დროს, სეზარისადმი "ტოტენჰემის” დაინტერესებაზე არაერთგზის დაიწერა, მაგრამ ახლა "ქუინზ პარკ რეინჯერსის” თემა უფრო აქტუალური გახდა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა პრემიერლიგის პირველ ტურში "სუონსი სიტისთან” შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა.
|