მილანის "ინტერის" ბრაზილიელმა გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა უარყო ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში გუნდს დატოვებს და თითქოს "ნერაძური" გამოცდილ მეკარეს აღარ ენდობა.
"ინტერიდან" წასვლის შესახებ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. ის, რაც "ფეისბუქში" გაჩნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ სოციალურ ქსელში გვერდი არ მაქვს.
"ინტერის" ფანებისთვის რაიმეს თქმა რომ მდომებოდა, ამას პირადად გავაკეთებდი და არა ინტერნეტის მეშვეობით", - განაცხადა ბრაზილიელმა გოლკიპერმა იტალიურ პრესაში.
|