ბრაზილიელი გოლკიპერი ჟულიო სეზარი მილანის "ინტერის" გეგმებში აღარ შედის. ჟულიო სეზარმა განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კლუბს აუცილებლად შეიცვლის.
საკუთარ კარიერაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გოლკიპერმა თავის ფეისბუქის გვერდზე განაცხადა:
"ინტერში" შვიდი შესანიშნავი წელი გავატარე, მაგრამ უახლოეს ხანში ამ კლუბში ჩემი ისტორია დასრულდება.
მინდა გუნდის გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე მხარს მიჭერდნენ. იმედი მაქვს, რომ მათ წინ წარმატებები და "ინტერის" გამარჯვებები ელით", - დაწერა ჟულიო სეზარმა.
ცნობისათვის, ჟულიუ სეზარი "ნერაძურიში” 2005 წლიდან ასპარეზობდა. მან მილანელთა მაისური 300 მატჩში მოირგო.
|