ოთხშაბათი, 15.05.2024, 16:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 01




მილანის ინტერის გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილიომ განაცხადა, რომ ნერაძური ნაპოლისგან ეზეკიელ ლავესის შეძენას არ აპირებს.


პანდევის ნაპოლიში იჯარით გაშვებას ლავესისთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაზე საუბარიც არ მსურს. კლუბებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მაკედონიელის ნეაპოლში გადაბარგებაზეც იოლად შევთანხმდით. ლავესის შეძენას არ ვაპირებთ, - განაცხადა პაოლილიომ ღადიო ჩღჩ-სთან საუბარში.


ცნობისთვის, 26 წლის ეზეკიელ ლავესი ნაპოლის ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.

ნანახია: 655 | დაამატა: inter | თარიღი: 01.10.2011 | კომენტარი (3)




TMW-ს ცნობით, გამორიცხული არაა, ზაფხულში ანხელ დი მარიამ მადრიდის რეალი დატოვოს. 23 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობები სურს, მაგრამ სამეფო კლუბი ამის შეთავაზებას არ აპირებს. თუკი არგენტინელი რეალს დატოვებს, მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მილანის ინტერი იქნება. ნერაძური მზადაა, დი მარიას იმდენი ხელფასი გადაუხადოს, რამდენსაც ფეხბურთელი რეალში ითხოვს. საუბარია წლიურ ოთხ მილიონ ევროზე.


 შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სამეფო კლუბს 2010 წლის ზაფხულში შეუერთდა. მან მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 643 | დაამატა: inter | თარიღი: 01.10.2011 | კომენტარი (10)




მაურო სარატემ განაცხადა, რომ მას ინტერში დიდ ხანს დარჩენა სურს და იმედს არ კარგავს, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა მას გუნდში საბოლოოდ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ჯუზეპე მეაცაზე რომის ლაციოდან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არენდით გადავიდა. მაურო ახალ გარემოს მალევე შეეწყო და თავს შესანიშნავად გრძნობს.
დავრჩები თუ არა მე ინტერში? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. მჯერა, რომ ყველაფერი ის მოხდება, როგორც მე მსურს,-განაცხადა სარატემ Inter Channel-თან ინტერვიუში.
მილანში ძალიან ბედნიერი ვარ და აქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. რომიც შესანიშნავი და ლამაზი ქალაქია, მაგრად საკმაოდ ხმაურიანია. მილანში კი შედარებით სიწყნარეა და ეს მომწონს,''-დაამატა არგენტინელმა ...< ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 581 | დაამატა: inter | თარიღი: 01.10.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter