ხუთშაბათი, 16.05.2024, 01:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22


"ანჟის” თავდამსხმელი სამუელ ეტო უარს ამბობს მის შესახებ სატრანსფერო ჭორებზე კომენტარის გაკეთებაზე.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ეტოს 2 თვით "ინტერში” დაბრუნებაზე.

"უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ კომენტარს არ გავაკეთებ სატრანსფერო ჭორების შესახებ. მე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ და რუსულ ფეხბურთში თავის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.

მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ მე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ და არ მაინტერესებს ის რაც ახლა ხდება "ინტერში, "ჩელსიში” ან ნებისმიერ სხვა გუნდში.

რა მოხდება ერთი თვის მერე არავინ იცის და ჯობს წინასწარი განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს”.


ნანახია: 546 | დაამატა: interista | თარიღი: 22.10.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი სკუდეტოს მოპოვების, მიუხედავად იმ წარუმატებელი სტარტისა, რამაც გუნდი მძიმე სიტუაციაში ჩააგდო.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი იმის, რომ სკუდეტო ჩვენი იქნება. მართალია ამოცანა ადვილი არ არის, მაგრამ დანებებას არცერთი ჩვენგანი არ აპირებს.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ზემოთ მყოფი გუნდები აუცილებლად დაკარგავენ ქულებს, რაც ჩვენთვის მომგებიანი იქნება და სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ”.
ნანახია: 545 | დაამატა: interista | თარიღი: 22.10.2011 | კომენტარი (2)




თითქმის გასავარდნ ზონაში მყოფი ინტერი კიევოს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ცოტა მაინც დაშორდეს მისთვის ასე უჩვეულო ადგილს. ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გულშემატკივრებს სამი ქულის მოპოვებას ჰპირდება - მოვუსმინოთ კლაუდიო რანიერის: 

ქულების კარგვის უფლება აღარ გვაქვს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. კიევო საკუთარ ნახევარზე გამაგრდება და შეეცდება კონტრშეტევებზე იხეიროს. ჩვენი მიზანია დიდი ძალებით შევუტიოთ, მაგრამ არც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაგვავიწყდეს. ჩემპიონთა ლიგაზე ლილთან გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიჭებმა ისევ ირწმუნეს საკუთარი ძალების, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

ნანახია: 590 | დაამატა: inter | თარიღი: 22.10.2011 | კომენტარი (2)




ტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ ინტერის სერია А-დან გავარდნა თეორიულადაც შეუძლებელია და ამ მხრივ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად სუსტად თამაშობს ნერაძური მიმდინარე სეზონის დასაწყისში.

რას ლაპარაკობთ? ინტერი სერია B-ში? არა, ეს შეუძლებელია. უმალ სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრეზიდენტი გახდება, ვიდრე ინტერი გავარდება, - განაცხადა ლიპიმ.

ამ დროისთვის ინტერი გასავარდნი ზონის ზღვარზე იმყოფება. გუნდს ექვსი მატჩიდან ოთხი ქულა აქვს მოპოვებული

ნანახია: 572 | დაამატა: inter | თარიღი: 22.10.2011 | კომენტარი (3)





   მილანის ინტერის ფეხბურთელი დიეგო ფორლანი, რომელმაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, ამჟამად ახალი ტიტულისთვის იბრძვის. საქმე ისაა, რომ მან სასიყვარულო კავშირი დაამყარა სექსუალურ სუპერ-მოდელთან ვიქტორია სარავიასთან, რომელსაც ფორლანის თანაგუნდელთან და თანამემამულესთან კარლოს ბუენასთან ჰქონდა ურთიერთობა.
ნანახია: 607 | დაამატა: inter | თარიღი: 22.10.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter