ოთხშაბათი, 15.05.2024, 18:35
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19


"ინტერის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ჩემპიონთა ლიგაში "ლილთან" (1:0) მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ფრანგული გუნდი B ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამი ქულა ავიღეთ. რთული შეხვედრა გამოდგა, რასაც ისედაც ველოდით. "ლილი" ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და თავს შესანიშნავად ვიცავდით. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ევროთასებზე გამოსვლის და ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ.

"ლილი" ბრწყინვალე გუნდია. ძალიან გამიკვირდა, ამდენს რომ გვიტევდნენ. ფრანგებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო", - განაცხადა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, რომ "ლილი" სამი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა, ხოლო "ინტერი" პირველზე.


ნანახია: 584 | დაამატა: interista | თარიღი: 19.10.2011 | კომენტარი (3)


 
გამარჯვება ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში იზეიმა "ინტერმა”, რომელიც B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. საფრანგეთის ჩემპიონთან, "ლილთან” გასვლაზე გამართულ მატჩში, მილანელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, როდესაც სარატეს გადაცემა პაცინიმ გოლად ეფექტური დარტყმით აქცია. შეხვედრის დარჩენილ დროში, დიდ უპირატესობას ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ "ინტერმა” სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

ლილი-ინტერი 0:1 (0:1)
ვილანოვ დ’ასკი, "ლილ მეტროპოლი” 17000
ლილი (4-3-3): ენიეამა, დებუში, ბაზა, შეჯუ, ბერია, ბალმონი (გუეიე 81), მავუბა, პედრეტი (პაიე 63), კოული (ობრანიაკი 74), სოვი, აზარი.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 649 | დაამატა: interista | თარიღი: 19.10.2011 | კომენტარი (4)



თუკი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მილანის ინტერი თავისი პრობლემების მოგვარებას პორტუს ლიდერის შეძენაში ხედავს.

პორტუგალიაში ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორად მიაჩნია, თუმცა ჰალკი ასე არ თვლის.

"დიახ, მე მსმენია, რომ ჩემი შეძენა ინტერს სურს. თუმცა, ჩემით ნახევარი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

ახლა მთელი ჩემი ყურადღება პორტუსკენაა მიპყრობილი. იანვრამდე განცხადებების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ.

თუკი რაიმე შემოთავაზება იქნება, ისე მოვიქცევი როგორც ჩემთვის და პორტუსთვის აჯობებს. ყველა კმაყოფილი იქნება”-განაცხადა ჰალკმა.
ნანახია: 576 | დაამატა: interista | თარიღი: 19.10.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერის” ყოფილი და მადრიდის "რეალის” მიმდინარე მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ნერაძურის შედეგებით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, "ინტერმა” 7 ტურის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა დააგროვა.

"მე საშინლად არ მომწონს ყველაფერი ის რაც ახლა "ინტერის” თავს ხდება. ალბათ ყველამ იცის როგორ ვგულშემატკივრობ ჩემს ყოფილ კლუბებს, ფეხბურთელებს, პრეზიდენტებსა და მწვრთნელებს.

მილანელებს უფრო მეტი შეუძლიათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩში ყველაფერი გამოსწორდება, მიუხედავად წინა ტურების არც თუ ისე სახარბიელო შედეგებისა”.
ნანახია: 614 | დაამატა: interista | თარიღი: 19.10.2011 | კომენტარი (2)



სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ინტერის" კატასტროფულ სტარტს მასიმო მორატი დიდ ხანს არ იმჩნევდა, თუმცა "კატანიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, თავი ვეღარ მოთოკა და პრესას შეშფოთება გაუზიარა.

სანამ სიტყვას "ინტერის" პრეზიდენტს გადავცემდეთ, დავძინოთ, რომ იტალიურ საფეხბურთო პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ "ნერაძურის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა ზამთარში მადრიდის "რეალში" გადაბარგებას აპირებს. მორატი ამ საკითხსაც შეეხო და უმჯობესია, სიტყვა სწორედ მას გადავცეთ:

"როდესაც გუნდი ამდენი ხანია წარუმატებლად ასპარეზობს, რთულია არ შეშფოთდე და გამოსავალზე არ დაიწყო ფიქრი. ერთი ცხადია, მთავარ მწვრთნელს ვერ შევცვლით და მდგომარეობა სწორედ კლაუდიო რანიერიმ უნდა გამოასწოროს.

ბევრს მიაჩნია, რომ სატრანსფერო ბაზარზე არ ვიაქტიურეთ, მაგრამ ამ მოსაზრებას ვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 601 | დაამატა: interista | თარიღი: 19.10.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter