ოთხშაბათი, 15.05.2024, 13:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29


თუ დღეს საღამოს სადმე გეპატიჟებიან, აუცილებლად უარი უნდა განაცხადოთ; თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ რამე, აუცილებლად უნდა გადადოთ, თუნდაც ამის გამო მეორე ნახევართან, ან უბრალოდ მეგობარ გოგონასთან პრობლემები შეგექმნათ, რადგან დღეს იტალიურ საფეხბურთო მოედნებზე დიდი ამბები დატრიალდება.

ინტერი-იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი - სნეიდერი - სარატე, პაცინი.
იუვენტუსი (4-3-2-1): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, ვიდალი, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი - მატრი.


დიდ იტალიურ დერბიზე არაერთხელ გვისაუბრია და ისიც კარგად ვიცით, რომ ამ ორ გუნდს იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. შ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 652 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (14)


"ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ "იუვენტუსთან" სერია A-ს მე-10-ე ტურის მატჩის განაცხადში ნახევარმცველი ტიაგო მოტა არ შეიყვანა.

მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს.

"მოტამ შესაძლოა "ლილთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამოტოვოს. ასეთი გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მივიღეთ. ხუთშაბათს ის დისკომფორტს განიცდიდა და არ მინდა გავრისკო", - განაცხადა რანიერიმ.

ნანახია: 584 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (3)


მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ უარყო ჭორი, თითქოს ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა გუნდში აპირებს გადასვლას.

"ყველა ინფორმაცია ჩემი გუნდიდან წასვლის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

არავისთან მაქვს მოლაპარაკებები, ან რატომ უნდა წავიდე, როცა "ინტერში" ყველაფერი მაკმაყოფილებს? ამ ეტაპზე მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ, რომელიც "იუვენტუსთან" უნდა ჩავატაროთ", - განაცხადა მილიტომ.

ნანახია: 573 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, თუ როგორ მუშაობს ფეხბურთელებთან და აღიარა, რომ მისი მიზანია გუნდს თავდაჯერება დაუბრუნოს.

"ამ სამუშაოს ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ ბევრ ემოციას იღებ. ემოციები გაგრძნობინებს, რომ ცხოვრობ. მილანში ჩამოვედი, რათა მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული გუნდი გამეწვრთნა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

როცა გუნდში ასეთი პრობლემებია, ფეხბურთელების მენტალიტეტი უნდა შეცვალო. ბიჭებმა თავდაჯერება უნდა დაიბრუნონ, რომ მოედანზე გარისკონ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ", - განაცხადა რანიერიმ.

ნანახია: 538 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (2)


"ინტერის" მცველმა მაიკონმა იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ატალანტას" (1:1) შეხვედრაში დაკარგული ქულების გამო მწუხარება გამოთქვა.

ბრაზილიელის თქმით, გუნდმა პირველ ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი ანახა.

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ასე უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროა, რომ სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში "ინტერმა" მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ზუსტად პირველ ნახევარში გაგვიტანეს.

შესვენების შემდეგ, მოსაგებად ძალა არ გვეყო. "იუვენტუსი" ლიდერობს, მაგრამ შევეცდებით ტურინელები დავამარცხოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ", - განაცხადა მაიკონმა.



ნანახია: 569 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (0)



მილანის "ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარი "იუვენტუსთან" იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

გოლკიპერმა ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში მიიღო, 26 ოქტომმბერს კი "ატალანტასთან" მატჩში გაურთულდა.

"ატალანტასთან" 32 წლის მეკარე მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე ლუკა კასტელაციმ შეცვალა. სეზარი "იუვენტუსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეხვედრას გამოტოვებს ტურინული კლუბის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც. მან მხრის ტრავმის გამო "ფიორენტინასთან" შეხვედრა უკვე გამოტოვა, "იუვენტუსის" კარს კი მის ნაცვლად მარკო სტორარი იცავდა.

"იუვენტუსმა" რვა თამაშში 16 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. "ინტერი"კი, რომლის აქტივში რვა ქულაა, სატურნირო ცხრილში მე-16-ე ადგილს იკავებს.

ნანახია: 570 | დაამატა: interista | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (2)





მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მილანის ინტერის მცველის, კრისტიან კივუს ტრანსფერზე ფიქრობს.

 31 წლის რუმინელისა და ნერაძურის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში ეწურება და იმის გამო, რომ ჯერ მხარეებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე საუბარი არ წამოუწყიათ, კივუს სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის თემა იტალიურ სპორტულ გამოცემებში აქტუალური გახდა. რამდენიმე ვარიანტი დასახელდა. მათ შორის სიტიც, რომლის დამრიგებელმაც ინფორმაცია ოფიციალური კომენტარით დაადასტურა.
 კივუ ექვს თვეში თავისუფალი აგენტი ხდება და ცხადია, არაერთი კ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 590 | დაამატა: inter | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (1)




ვინც არ იცით გეტყვით,რომ ინტერის მეკარემ ტრამვა ოთხშაბათს ატალანტასთან თამაშის დროს მიიღო და თავის გუნდს ტურინში გამასამართ იტალიურ დერბიში ვერ დაეხმარებაიუვენტუსის წინააღმდეგ.

32 წლის მეკარეს ატალანტასთან მატჩის დროს ბარძაყის ტრამვა განუმეორდა,რომლის დაზიანებაც მან თავისი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მატჩში მიიღო.კერძოდ,მას კუნთის მეორე ხარისხის დაჭიმულობა აქვს.ჯერჯერობით იმის თქმა შეუძლებელია თუ რამდენი ხანი დასჭირდება ბრაზილიელს რეაბილიტაციისთვის,მაგრამ იტალიაში ჭორები დადის,რომ ინტერის მეკარე მინიმუმ 4 კვირით მაინც ვერ ითამაშებს;იუწყება Goal.com-ი.

შეგახსენებთ,რომ მილანის ინტერს სერია ა-ში არც თუ ისე სახარბიელოდ აქვს საქმე.ისინი გათამაშების ცხრილის მეთექვსმეტე ადგილზე იმყოფები ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 555 | დაამატა: inter | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (2)






ზაფხულში იუვენტუსი ბევრს ეცადა ვილიარეალიდან ჯუზეპე როსის შეძენას,ახლა კი მას კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა ინტერის სახით. 

კლაუდიო რანიერი გუნდის თავდასხმის ხაზის გაძლიერებითაა დაინტერესებული. იანვარში თავდამსხმელის შეძენა ინტერის ტექნიკური დირექტორის, მარკო ბრანკას გეგმებშიც შედეის. ამჟამად ესპანური კლუბი არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაშია და გუნდის წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა სავსებით სავარაუდოა.
ნანახია: 558 | დაამატა: inter | თარიღი: 29.10.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter