ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:37
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17


იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის” სპორტულმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობა დატოვოს და სამუშაოდ მადრიდის "რეალს” მიაშუროს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრანკა "ინტერის” სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას მის მიმართ გახშირებული კრიტიკის გამო აპირებს. ბრანკას ხშირად დიეგო ფორლანის ტრანსფერის გამო აკრიტიკებენ. ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს და გულშემატკივრების აზრით, სპორტულ დირექტორს ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

იგივე იტალიური წყაროს ცნობით, ბრანკას უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება, რადგან მას მადრიდის "რეალი” იწვევს. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 597 | დაამატა: interista | თარიღი: 17.10.2011 | კომენტარი (4)



როგორც ჩანს მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე ლილთან შეხვედრაში ვალტერ სამუელის გარეშე მოუწევს თამაში.

33 წლის მცველმა ტრავმა კატანიასთან შეხვედრის დოროს მიიღო. მას ამ საღამოსვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და დადგინდა დაზიანება არც თუ ისე მსუბუქია.

როგორც ინტერის ხელმძღვანელობა იტყობინება ლილთან შეხვედრაში იგი განაცხადში არ იქნება.


ნანახია: 569 | დაამატა: interista | თარიღი: 17.10.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის გამო მთელი თვე გამოტოვა, "ლილთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

ორი ტურის შემდეგ "ინტერი" თავის ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილზეა. "ნერაძურიმ" ცსკა დაამარცხა და "ტრაბზონსფორთან" დამარცხდა.


ნანახია: 652 | დაამატა: interista | თარიღი: 17.10.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის" ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ იტალიის სერია ა-ს მეშვიდე ტურში "კატანიასთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არავინ ელოდა მილანური გრანდის ასეთ ცუდ სტარტს.

"რა თქმა უნდა არავინ ელოდა "ინტერში", რომ სეზონს ასე ცუდად დავიწყებდით. ამ ეტაპზე რთულია დასკვნის გაკეთება. "ბოლონიასთან" და ცსკა-სთან მოვიგეთ, თუმცა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგით "კატანიასთან" მარცხის შემდეგ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მოვახერხოთ სიტუაციის გამოსწორება.", - განაცხადა კამბიასომ.

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ტურის შემდეგ "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს.
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 17.10.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter