ოთხშაბათი, 15.05.2024, 14:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 12


მილანის "ინტერის” კარის დარაჯმა ჟულიო სეზარმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ბრაზილიელმა დაზიანება ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მიიღო. მან კოსტა რიკასთან მატჩის დასრულება ვერ შეძლო და 75-ე წუთზე მოედანი დატოვა.

"მწყობრში ვარ. კლუბში იმიტომ დავბრუნდი, რომ გარისკვა არ მსურდა. ახლა თავს კარგად ვგრძობ და იმედი მაქვს, სერია A-ს უახლოეს ტურში "კატანიასთან” თამაშს შევძლებ. ნაკრებში იციან, რატომაც დავბრუნდი მილანში”, - განაცხადა 32 წლის მეკარემ "ინტერის” ტელევიზიის ეთერში.

ცნობისთვის, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბრის გამთენიისას მექსიკას ამხანაგურად გაეჯიბრება.


ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის იმედი აქვს, რომ "ნერაძურის" საჩემპიონო შანსები ჯერ არ დაუკარგავს.

"ვფიქრობ, "მილანი" და "ინტერი" კვლავ რჩებიან სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად და არა "იუვენტუსი" და "ნაპოლი". ამ ეტაპზე დაკარგული პოზიციები უნდა დავიბრუნოთ.

წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, "ინტერი" რჩება იმ გუნდად, რომელსაც ორი წლის წინ ევროპაში ბადალი არ ჰყავდა", - განაცხადა რანიერიმ.
ნანახია: 568 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



"ინტერი" საკუთარ ბაზაზე დღეს მიმდინარე კვირაში მეოთხე ვარჯიშს ჩაატარებს და გუნდს ფორვარდი ჯამპაოლო პაცინიც შეუერთდება. როგორც ჩანს პაცინიმ ტრავმა მოირჩინა.

იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შტაბთან მჭიდრო კონტაქტით ივარჯიშებს, რომელიც მოთამაშის მდგომარეობას დააკვირდება.
ნანახია: 562 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" მცველი მაიკონი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ბრაზილიელ ფეხბურთელს "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ახლა იტალიელი ჟურნალისტები მას "ანჟიში" ეტო'ოსთან უშვებენ.

"არასდროს მიფიქრია "ინტერიდან" წასვლაზე. ჟურნალისტები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას ჩემს შესახებ სხვა კლუბში გადასვლის თაობაზე, თუმცა ეს ყველაფერი უსაფუძვლო ჭორებია. მილანში ბედნიერი ვარ", - განაცხადა მაიკონმა.
ნანახია: 566 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (4)



მილანის ინტერის ფორვარდმა დიეგო ფორლანმა ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო.

ურუგვაის ნაკრებმა პარაგვაისთან გაამრთულ მატჩში ფრედ ითამაშა. აღსანისნავია, რომ ურუგვაელთაგან ერთადერთი გატანილი გოლისა ავტორი სწორედ დიეგო იყო.

ამ გოლის წყალიბით ფორლანი სელესტეს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თუმცაღა, მან ამ მატჩში ტრავმაც მიიღო, რის გამოც მას ორ კვირაზე მეტის გამოტოვებაც შეეძლო.
ნანახია: 617 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



ეურო 2012 ის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, სერბეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნემანია ვიდიჩმა და დეიან სტანკოვიჩმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტეს."დრო გავიდა და თაობათა ცვლა უნდა მოხდეს. ზოგი ფეხბურთელი უნდა წავიდეს ნაკრებიდან,” – განაცხადა 29 წლის ვეტერანმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა.

"მე ბევრი ვემსახურე როგორც ქვეყანას ასევე ჩემს ნაკრებს. ახლა დროა სანაკრებო დონეს მოვეშვა და კლუბს მივხედო, ” – განაცხადა სტანკოვიჩმა.
ნანახია: 560 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



იტალიური ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია ტიტულებზე და მედლებზე ხელის ჩაქნევა."როცა დავინახე თუ როგორ აღმართა პატრიკ კლუივერტმა აიაქსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი, მაშინ აღვუთქვი ჩემს თავს, რომ მეც ასე ვიზამდი ოდესმე. ინტერთან ერთად საბედნიეროდ ამას მივაღწიე ერთხელ უკვე.”

"საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე, ახლა დიდი სურვილი მაქვს ნაკრებთან ერთად მივაღწიო წარმატებას.”

"მიუხედავად ამისა მაინც მსურს კიდევ ერთხელ განვიცადო ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარული. ჩემთვის გამარჯვებასა და ტიტულებზე უარის თქმა არაასდროს იქნება ადვილი.”
ნანახია: 570 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (4)




მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ლუგანოსთან” მისი გუნდის სენსაციური მარცხის შემდეგ უესლი სნეიდერის როლზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერმა ის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და მოედნის ცენტრში ის ანდრეა პოლიმ (სადებიუტო შეხვედრა "ნერიაძურიში”) შეცვალა. რანიერის იმედი აქვს, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი სერია ა–ს მომდევნო ტურისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

"სნეიდერი "ინტერისთვის” იგივეა, რაც "რომასთვის” ფრანჩესკო ტოტი, როცა ის მოედანზეა, ყოველთვის რაღაც სასწაული ხდება”, – ამბობს 59 წლის სპეციალისტი "dello Sport-თან” ინტერვიუში.

მიუხედავად "ლუგანოსთან” დ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 603 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



რაფაელ ბენიტესი კვლავაც უკმაყოფილოა ერთი წლის წინანდელი მისი გათავისუფლებით და პასუხისმგებლობას გუნდის მაღალჩინოსნებს აკისრებს.

ესპანელი მწვრთნელის თქმით, მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო და ყველაფერი მხოლოდ მასიმო მ
ტის ბრალია.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესის შემდეგ ინტერმა კიდევ ოირ მწვრთნელი გაათავისუფლა. ლეონარდო და ჯან პიერო გასპერინი, რომელმაც მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარებინა მილანურ გუნდს სერია ა-ში.

"ის ძალიან ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამს. ჩემს შემდეგ უკვე სამი მწვრთნელი დაიქირავა რაც იმაზე მიუთითებს, რომ მორატი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.”

" ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 545 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



ლივერპულისა და მილანის ინტერის ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი თვლის, რომ ამ სეზონში სერია ა-ს მოგების მთავარ ფავორიტად იუვენტუსი მიიჩნევა.

ამ აზრამდე ესპანელი სპეციალისტი მაშინ მივიდა რაც იუვესა და მილანს შორის გამართული შეხვედრა იხილა.

"ამ სეზონში იუვენტუსს ჩემპიონობისთვის კარგი შანსი აქვს. თანაც ეს წელი არც ისე კარგად დაიწყეს მილანმა და ინტერმა.

ასევე ძალიან მომწონს ნაპოლის თამაშიც. თუმცა, ამ გუნდს ბოლომდე ბრძოლა მოუწევს რათა სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩეს”-განაცხადა ბენიტესმა.
ნანახია: 550 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)



"ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მოედანზე გამოსვლას სერია ა-ს მომდევნო მატჩისთვის შეძლებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა რის გამოც რამდენიმე თამაში გამოტოვა.

შემდეგ თამაშს 15 ოქტომბერს "ინტერი” "კატანიასთან” გამართავს.
ნანახია: 540 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (1)



იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უესლი სნეიდერის "ინტერიდან” წასვლის შემთხვევაში, მილანელები მას მარიო გიოტცეთი, ან მესუთ იოზილით შეცვლიან.
ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის "ნერაძურიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ინფრომაცია არაერთხელ გავრცელდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, სნეიდერის გაყიდვის შემთხვევაში, მილანელები მის მარიო გიოტცეთი შეცვლას შეეცდებიან.

შესაძლოა, "ინტერს” მიზნის მიღწევაში ხელი "რეალმა” შეუშალოს, რომელიც "დორტმუნდის” ტალანტის შეძენით ასევეა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, მადრიდში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად გიოტცეა.

თუ 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ინტერს” "რეალმა” აჯობა, იტალიელები კიდევ ერთ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 503 | დაამატა: interista | თარიღი: 12.10.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter