პოპულარულმა ჟურნალმა Forbes-მა, 2011 წლის შედეგების მიხედვით უმდიდრესი საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედია”, რომლის ღირებულებაც 2,2 მილიარდ დოლარია. მეორე ადგილს მადრიდის "რეალი” იკავებს, რომლის აქტივებიც 1,87 მილიარდად ფასდება, ხოლო მესამე საფეხურზე კატალონიური "ბარსელონაა”, რომლის ღირებულებაც 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ოცეული ასე გამოიყურება (ამერიკულ დოლარებში): 1. "მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) - 2,2 მილიარდი (+20% გასულ წელთან შედარებით) 2. "რეალი” (ესპანეთი) - 1,87 მილიარდი (+29) 3. "ბარსელონა” (ესპანეთი) - 1,3 მილიარდი (+34) 4. "არსენალი” (ინგლისი) - 1,29 მილიარდი (+8) 5. "ბაიერნი” (გერმანია) - 1,23 მილიარდი (+18) 6. "მილანი” (იტალია) - 989 მილიონი (+18) 7. "ჩელსი” (ინგლისი) - 761 მილიონი (+16) 8. "ლივერპული” (ინგლისი) - 619 მილიონი (+12) 9. "იუვენტუსი” (იტალია) - 591 მილიონი (-8) 10. "შალკე” (გერმანია) - 587 მილიონი (+56) 11. "ტოტენჰემი” (ინგლისი) - 564 მილიონი (+37) 12. "ინტერი” (იტალია) - 490 მილიონი (+11) 13. "მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) - 443 მილიონი (+52) 14. "დორტმუნდი” (გერმანია) - 394 მილიონი (+52) 15. "ლიონი” (საფრანგეთი) - 385 მილიონი (+8) 16. "ჰამბურგი” (გერმანია) - 355 მილიონი (+4) 17. "რომა” (იტალია) - 354 მილიონი (+38) 18. "მარსელი” (საფრანგეთი) - 349 მილიონი (+26) 19. "ვალენსია” (ესპანეთი) - 288 მილიონი (ვერ მოხვდა 2010 წლის რეიტინგში) 20. "ნაპოლი” (იტალია) - 283 მილიონი (ვერ მოხვდა 2010 წლის რეიტინგში)
|