ტურინის "იუვენტუსმა” გადაწყვიტა, რომ ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს. ამრიგად, იტალიელი ფეხბურთელი "ბიანკონერის” დამდეგ ზაფხულს დატოვებს და სულ ცოტა დააკლდება კლუბში ყოფნის 20-წლიან პერიოდამდე. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მილანის "ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი.
"არ გამკვირვებია. ფეხბურთში მადლიერება დიდი ხანია გაქრა. ჩემი აზრით, დელ პიეროს კლუბში ყოფნის 20 წელი უნდა დაემრგვალებინა, ეს ისტორიული მიღწევა იქნებოდა, თუმცა "იუვემ” თავისი განზრახვა არ დამალა და არც ალესანდროა სულელი”, – მატერაცის სიტყვები Sky Sport Italia-მ გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიეგო მილიტო მილანის "ინტერს” დატოვებს. "ნერიაძურის” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს არგენტინელი ფორვარდის შემცვლელეს და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელებმა "რომას” თავდამსხმელს მარკო ბორიელოს დაადგეს თვალი.
ევროპული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მილიტოს სანაცვლოდ "ინტერს” 6 მლნ. ევრო შეაძლიოს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილანური კლუბი იძულებული გახდება შეტევითი ხაზი ახალი ფეხბურთელით გააძლიეროს.
იტალიურ "რომაში” მოთამაშე ახალგაზრდა თავდამსხმელის, ფაბიო ბორინის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს "ჯალოროსის” დატოვება არ სურს. ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 21 წლის ფეხბურთელის შეძენას "ინტერი” ცდილობდა, მაგრამ ბორინის წარმომადგენელმა, მარკო დე მარკიმ ყველაფერი უარყო: "სიმართლე გითხრათ, "ინტერის” არცერთ წარმომადგენელს არ შევხვედრივარ. ჩემი კლიენტის მომავლის განხილვისთვის ჯერ კიდევ ადრეა. ბორინი "რომაში” თამაშზეა კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს კლიენტს კარიერის "რომაში” გაგრძელება უნდა” – ციტირებს ბორინის აგენტის სიტყვებს Tutto Mercato. შეგახსენებთ, რომ ბორინი "რომაში” არენდით თამაშობს. იგი "პარმას” საკუთრებაა და რომაელებს ფეხბურთელის შვიდ მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლიათ. მიმდი
... კითხვის გაგრძელება »
როგორც ჩანს მადრიდის რეალს პაცინის გადაბირება სურს. პაცინი ვერ ღებულობს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას და დიდი შანსია, "ინტერმა" ის ტრანსფერზე დააყენოს. ჟოზე მოურინიო მისი "ნერიაძურიდან" წასვლის შემდეგაც აკვირდება ჯამპაოლოს თამაშს და არ არის იტალიელის გადაბირების წინააღმდეგი.
როგორც იტალიური გაზეთი Calciomercato იუწყება, ანხელ სანჩესი გასულ კვირას ბოლონიაში იყო, როცა "ბოლონია"–"ინტერის" მატჩი მიმდინარეობდა და პაცინიზე გამართა მოლაპარაკებები.
ინტერის ფორვარდი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კლუბის ხელმძღვანელების, ფეხბურთელებისა და ფანების ერთად დგომაშია.
საიდუმლო არაა ის, რომ "ნერიაძურის” მძიმე დროება უდგას. "ინტერი” მისთვის შესაფერის თამაშს ვერ უჩვენებს, გუნდი პრესის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშაა.
"ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთად დგომაშია. ამ ეტაპზე ერთიანობა გვჭირდება. ხელმძღვანელები, ფეხბურთელები, ფანები უნდა გავერთიანდეთ, რათა ერთად ვიმუშაოთ და ერთად გადავლახოთ სირთულეები. ასეთ დროს ფეხბურთელები პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიან”,
"გვინდა ამ სიტუაციას თავი მალე დავაღწიოთ. ვიმედოვნებ, ყველა მატჩი 3 ქ
... კითხვის გაგრძელება »
ბოლო დროს მაიკონის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო ხდება, რადგან არც ბენიტესი და არც მორატი ბრაზილიელის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. მადრიდის რეალი კი დროს არ კარგავს და მის შემცვლელად დავიდ ლუისს მოიაზრებს.
როდესაც მოურინიო სამეფო კლუბში მოვიდა განაცხადა, რომ რამოსის თამაში ცენტრში უფრო მოსწონს ვიდრე ფლანგზე, ხოლო მის რეალში მარჯვენა ფრთას დუგლას მაიკონი გააკონტროლებდა. იმ შემთხვევაში თუ ეს ტრანსფერი არ შედგა შესაძლოა რამოსმა თავისი პოზიცია კვლავ შეინარჩუნოს და ცენტრში პეპე დავიდ ლუისს შეუწყვილდეს. მარცხენა ფლანგზე კი ერთმანეთს კონკურენციას მარსელო და კოლაროვი გაუწევენ, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი მადრიდში გადმობარგდა. რაც შეეხება არბელოას, მას ხშირად მოუწევს თამაში, რადგან როგორც მოგვ
... კითხვის გაგრძელება »
იტალიის სერია A-ს 33-ე, გადადებული ტურის მატჩები მომავალი კვირის შუა პერიოდში, 24-25 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე გასამართი მთელი ტური იმის გამო გადაიდო, რომ თამაშის დროს მოედანზე გარდაიცვალა სერია B-ს მოთამაშე პიერმარიო მოროზინი.
გადადებული ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით, ტურნირის ორგანიზატორები ორ საკითხს განიხილვდნენ. ზოგი მიიჩნევდა, რომ 33-ე ტურის თამაშები შემდეგ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო და შესაბამისად, 34-ე ტურის თამაშები მოგვიანებით დანიშნულიყო, მაგრამ საბოლოოდ ისე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ტურის მატჩები დათქმულ ვადებში გაიმართება, 33-ე ტურის თამაშები კი, შუა კვირაში შედგება.
24 აპრილს, სამშაბათს, ორი თამაში ჩატარდება: "ატალანტა”-"კიევო” და "კალიარი”-"კატანია”, დანარჩენი თამაშები კი, მომდევნო დღეს შედგება.