კვირა, 22.12.2024, 17:07
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აპრილი » 07
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 584 | დაამატა: interelia | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (5)

მილანის ინტერის ნახევარმცველს ნერაძურის ახალ მთავარ მწვრთნელთან მუშაობა მოსწონს.

"სტრამაჩონი შესანიშნავი მწვრთნელია.თავისი წლოვანების მიუხედავად,იგი ახალი იდეებით არის სავსე,რომლებიც ცხოვრებაში უნდა გამოიყენო",-აცხადებს დეიან სტანკოვიჩი.

"დარჩება თუ არა იგი შემდეგ წელს? არ ვიცი,რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი პრეზიდენტი.ვიმედოვნებ,რომ ჩვენ დარჩენილ მატჩებს მოვიგებთ,და ანდრეა ჩვენს გუნდს უფრო დიდი ხანი უთავკაცებს".
ნანახია: 577 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (1)

45

იტალიურ პრესაში "მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – მარიო ბალოტელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ კვლავ აქტიურად საუბრობენ. "ქალაქელები” რომ 21 წლის თავდამსხმელის გასასხვისებლად მზად არიან, ესეც არახალია. 

Corriere dello Sport-ის ცნობით, ინგლისელები ბალოტელიში, სულ ცოტა, 20 მილიონ ევროს ითხოვენ და ფასის დაკლების ვარიანტს გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბებიდან ფორვარდისადმი ყველაზე მეტ ინტერესს "ინტერი” და "მილანი” იჩენენ. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინათ, "სიტიმ” ბალოტელი "ნერაძურისგან” 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ნანახია: 804 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (1)


Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანის "ინტერის” მცველ ანდრეა რანოკიას გადაბირებას შეეცდება.

გამოცემის ცნობით, "იუვენტუსი” ფეხბურთელის იჯარით აყვანას ეცდება, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. "ბებერი სინიორას” გარდა 24-წლის მცველით ინტერესს ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც” იჩენს.

ცნობისთვის, რანოკიას იტალიის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული, ფეხბურთელი "ინტერის”ღირსებას 2011 წლიდან იცავს.
ნანახია: 608 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (1)

მილანის "ინტერის” მცველის, კრისტიან კივუს აგენტმა ვიქტორ ბეკალმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

"უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ კივუ "ნაპოლიში” არ ითამაშებს. ეს ჟურნალისტების მოგონილია. პირადად ჩემთვის, ნეაპოლიდან არავის დაურეკავს. რაც შეეხება "ინტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, საუბარი არც ყოფილა. შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდას მარტის მიწურულს მივუსხდეთ. კრისტიანს მილანში დარჩენა სურს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, არც ამაზე იდარდებს. სხვა კლუბების შემოთავაზებები მრავლად გვაქვს და თუ დაგვჭირდა, მათ განხილვას დავიწყებთ”, - განუცხადა ბეკალმა Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კივუ "ნერაძურიში” 2007 წლიდან ირიცხება. მან "ინტერის” მაისურით 145 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
ნანახია: 569 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (5)

დღეს მილანის "ინტერი" სტუმრად ეთამაშება "კალიარის" გთავაზობტ სავარაუდო შემადგენლობებს La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

კასტელაცი - ძანეტი - რანოკია - სამუელი - კივუ - გუარინი - სტანკოვიჩი - კამბიასო - ზარატე - მილიტო - ფორლანი


ნანახია: 603 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (4)

დღეს 7 აპრილია, შესაბამისად, დღეს ხარებაა. ჩვენი საიტის ადმინისტრაცია ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს და ღმერთის წყალობას, კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას გისურვებთ.

ხარება — ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული, აღინიშნება 7 აპრილს ახალი სტილით. სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.

ნანახია: 656 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (3)

პალერმოს გოლკიპერი ემილიანო ვივიანო თავისი კარიერის ფიორენტინაში გაგრძელებაზე წინააღმდეგი არაა.

"მე თვალი მოვკარი რამდენიმე ინფორმაციას,რომ ფიორენტინაში გადავდივარ.მაგრამ ფლორენციელთა არცერთი წარმომადგენელი მე არ შემხმიანებია",-აცხადებს ვივიანო.

"მიუხედავად ამისა,მე არ დავმალავ,რომ ბავშობიდან ფიორენტინაში თამაში ჩემი ოცნებაა.ასე რომ,თუ ფლორენციელები შემოთავაზებას გამიკეთებენ,მე არაფერს არ დაველოდები და ამ შემოთავაზებას დავთანხმდები".

"შესაძლებელია თუ არა ჩემი ტრანსფერი იუვენტუსში? მე ეს კლუბი ძალიან მომწონს,მაგრამ ვფიქრობ,რომ ბებერი ქალბატონის გულშემატკივრები და მე საერთო ენას ვერ გამოვნახავთ".
ნანახია: 547 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (1)

    "არსენალის" 28 წლის ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ ჟურნალისტებთან თავისი კარიერის განვითარების ეტაპებზე ილაპარაკა. 

ჰოლანდიელის თქმით, "არსენალში" გადასვლის მომენტისთვის ის არ ელოდა, თუ საკუთარ თავში წმინდა ბომბარდირულ თვისებებს აღმოაჩენდა.

"როცა "არსენალში" კარიერას ვიწყებდი, მხოლოდ მეორე თავდამსხმელის როლზე ვფიქრობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე გუნდის ძირითადი თავდამსხმელი გავხდებოდი.

ემანუელ ადებაიორის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის შემდეგ არსენ ვენგერმა გადაწყვიტა, ახალი თავდამსხმელი სხვაგან აღარ ეძებნა და ამ პოზიციაზე თამაში მე დამავალა. გულწრფელად გეტყვით, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესაფერისი კანდიდატურა ვიყავი, მაგრამ ვენგერმა მითხრა, რომ მე ეს შემეძლო, უბრალოდ, უნდა მეცადა და თავად ვნახავდი, რაც გამომივიდოდა. მან ისიც მირჩია, რომ ძველებურად მეცადა თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და მხოლოდ გოლების გატანაზე არ მეფიქრა.
< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 569 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.04.2012 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter