პარასკევი, 27.06.2025, 06:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აპრილი » 10

მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი თავის კლუბს, ალბათ, ამ ზაფხულს დატოვებს.

"არსენალთან" შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის მოთმინების ფიალა აავსო. 21 წლის ფორვარდი მუდმივად

სკანდალებში ეხვევა, რაც უმეტეს შემთხვევაში, დისციპლინის დარღვევას უკავშირდება.

ვრცელდება ცნობები, რომ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენის პრეტენდენტები "ინტერი", სადაც ის უკვე თამაშობდა და "მილანი" არიან. უპირატესობა მაინც "შავლურჯებს" ექნებათ, რადგან თავდამსხმელის დაბრუნების ვარიანტი მის ინგლისურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტშიც არის გათვალისწინებული - ბალოტელის გაყიდვის შემთხვევაში, პირველ რიგში, "ინტერს" მიანიჭებენ უპირატესობას.

თუმცა არც "მილანის" ვარიანტია გამორიცხული - კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდი ბალოტელის შეძენით დაინტერესებულია.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 561 | დაამატა: pavlena | თარიღი: 10.04.2012 | კომენტარი (3)

გთავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.

10 აპრილი
კიევო – მილანი
კიევო – ტრავმირებულნი: დრამე, ურიბე, სარდო, იოკიჩი, აკერბი, გულანი, მოსკარდელი, მანდელი.
მილანი – ტრავმირებულნი: ვან ბომელი, ტიაგო სილვა, ინძაგი, სტრასერი, რომა, ფლამინი, პატო, მესბა. დისკვალიფიცირებულნი: აკუილანი, ბონერა, ამბროზინი.

11 აპრილი
რომა – უდინეზე
რომა – ტრავმირებულნი: სიმპლისიო, ბურდისო, ჟუანი, გრეკო, კასეტი, ლობონტი.
უდინეზე – ტრავმირებულნი: ფლორო ფლორესი, ბასტა, ბატოკიო, ფაბრინი, ბადუ, ისლა.

კატანია – ლეჩე
კატანია – ტრავმირებულნი: ბიაჯანტი, პოტენცა. დისკვალიფიცირებული: სპოლი.
ლეჩე – ტრავმირებულნი: ჟულიო სერჟიო, ესპოზიტო.

ფიორენტინა – პალერმო
ფიორენტინა – ტრავმირებულნი: გამბერინი, ვარგასი, კასანი, კროლდრუპი.
პალერმო – ტრავმირებულნ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 569 | დაამატა: pavlena | თარიღი: 10.04.2012 | კომენტარი (2)

მილანის "ინტერის” მცველ კრისტიან კივუს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ 31 წლის რუმინელის აგენტმა, იოან ბეკალიმ Football Italia-ს განუცხადა.

"კიდევ ერთხელ ვამბობ: კივუს სხვა კლუბები არ აინტერესებს. მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ინტერში” სურს. ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ "ნერაძურის” ხელმძღვანელობას აუცილებლად შევხვდებით და კრისტიანის მომავალს განვიხილავთ. სანამ "ინტერის” პოზიცია არ გვეცოდინება, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ”, - განაცხადა ბეკალიმ.

 ცნობისათვის, კივუ "ინტერში” 2007 წლიდან ასპარეზობს. მან მილანელთა მაისური 149 მატჩში მოირგო და 2 გოლი მიითვალა. 

ნანახია: 581 | დაამატა: pavlena | თარიღი: 10.04.2012 | კომენტარი (2)

მილანის "ინტერს” სათავში ახალგაზრდა ანდრეა სტრამაჩიონი ჩაუდგა. ვინ არის ეს იტალიელი სპეციალისტი და რა გზა განვლო მან აქამდე, ამის შესახებ ახლა მოგითხრობთ.

ანდრეა სტრამაჩიონი 1976 წლის 9 იანვარს იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. ანდრეას ბავშვობიდანვე ჰქონდა ფეხბურთელად გახდომის სურვილი და "ბოლონიაში” მცველადაც თამაშობდა, თუმცა მოთამაშის კარიერა არ აეწყო, რაშიც გადამწყვეტი როლი მუხლის სერიოზულმა ტრავმამ ითამაშა. ამრიგად, სტრამაჩიონიმ მოთამაშის კარიერა 19-წლის ასაკში (1994–95 წლების სეზონში) დაასრულა, თუმც ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე თამაში მაინც ვერ მოასწრო.

პენსიაზე გასვლის შემდეგ სტრამაჩიონიმ საფეხბურთო მწვრთნელობა მოინდომა და სამოყვარულო გუნდებში მუშაობა დაიწყო. 25-წლის ასაკში ანდრეამ რომში დაარსებულ ახალგაზრდულ გუნდ "Az Sport”-თან ერთად პროვინციის ტიტული მოიგო. 2003 წელს სტრამაჩიონიმ ახალგაზრდა მწვრთნელის ლიცენზია აიღო. "Az Sport”-დან ანდრეა "რომულეაში” ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 787 | დაამატა: pavlena | თარიღი: 10.04.2012 | კომენტარი (2)

ბრაზილიური სან-პაულოს შემტევი ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან ევროპული გრანდები, თუმცა, როგორც მოთამაშის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, არც თავის კლიენტს აქვს კლუბის დატოვების სურვილი და არც გუნდს, მისი გაყიდვის.

„შემიძლია ვთქვა, რომ ინტერს, ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედს უკვე აქვთ ჩემთან კონტაქტი", - აცხადებს შემტევი გარემარბის აგენტი ვაგნერ რიბეირო Globo Esporte-სთან ინტერვიუში.

„ლუკასს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროპაში სათამაშოდ. ის კარგი მოთამაშეა, ძალიან სწრაფია და იცის, თუ როგორ უნდა გაიტანოს გოლი".

„ამ ეტაპზე ლუკასს სურს კლუბში დარჩენა, ხოლო კლუბს არ უნდა მისი გაყიდვა".

ზაფხულში ამ ნიჭიერი მოზარდით შეიძლება ნებისმიერი კლუბი დაინტერესდეს. ლუკასს სან-პაულო მხოლოდ 80 მილიონ ფუნტად შეელევა და ამჟამად შექმნილი სიტუაციით, სავარაუდოა, რომ ისინი არ განიხილავენ 35 მილიონ ფუნტზე ნაკლებ შემოთავაზებას.

ნანახია: 577 | დაამატა: pavlena | თარიღი: 10.04.2012 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter