მილანის "ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "უდინეზესთან” ჩატარებული შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მან ძველებურად ათამაშება მოახერხა.
"შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც გუნდისთვის ისევ სასარგებლო მოთამაშე ხარ. ამჯერად, გადავწყვიტე, ჯერ ტრავმა ბოლომდე მომერჩინა და მოედანზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოვსულიყავი. ვფიქრობ, ჩვეულად ათამაშება მოვახერხე.
"უდინეზესთან” მოგებამ დამაჯერებლობა შეგვმატა და წინ კიდევ 4 თამაშია. ვიცით, რომ მე-3 ადგილზე გასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ” – აცხადებს ჰოლანდიელი, რომელმაც "უდინეზესთან” 3:1 მოგებულ შეხვ
...
კითხვის გაგრძელება »