არგენტინელი,რომელიც ინტერში არენდის წესით თამაშობს,ლაციოში დაბრუნებას თავს არიდებს.
"რომში დაბრუნება? ჯერ ადრეა,რაიმეზე საუბარი,მაგრამ მე ძალიან მინდა,რომ აქ დავრჩე,ინტერში",-აცხადებს მაურო სარატე. "მოდი მიმდინარე სეზონის დასრულებას დაველოდოთ.შემდეგ ყველაფერი ცნობილი იქნება".
"ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსებს.ეს ყველაფერი სტრამაჩონის დამსახურებაა.იგი იმ მთავარ მწვრთნელთა სიას მიეკუთვნება,რომელმაც იცის,ფეხბურთელის მოტივირება.ანდრეა შესანიშნავი ფსიქოლოგია
ზოგიერთები იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს მოსაწყენად მიიჩნევენ. არადა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელები ოსტატობით არავის ჩამოუვარდებიან. მეტიც მათ ნამდვილი სასწაულების შესრულებაც ხელეწიფებათ, მართალია ამას სამუშაოსგან თავისუფალ დროს, სარეკლამო რგოლებში აკეთებენ. ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ კი დარწმუნდებით, რომ სტეფან ელ-შარავი, სებასტიან ჯოვანიკო, მარკო ფარაონი, ფაბიო ბორინი და არტურ ვიდალი საცირკო ნომრებასც წარმატებით შეასრულებდნენ.
სერია A-ს 35-ე ტურის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში ის შეიცვალა, რომ „იუვენტუსმა" ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ყველაზე საინტერესო ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაა. ერთ საგზურს ერთმანეთს 4 გუნდი ეცილება და ამჟამად, ოთხივე მათგანს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს.
ტურის ცენტრალური მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც, დიდი უპირატესობის მქონე „უდინეზემ" „ლაციო" დაამარცხა და რომაელები 3 საფეხურით დააქვეითა. მასპინძლებმა ანგარიში 69-ე წუთზე, დომიცის ფლანგური გადაცემისა და დი ნატალეს ზუსტი დარტყმის წყალობით გახსნეს. მე-3 დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა დედაქალაქელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, რასაც მარჯვენა ფლა
... კითხვის გაგრძელება »