მილანის "ინტერის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მოხვედრის იმედს არ კარგავს.
გუშინ, სერია А-ს 32-ე ტურში "ნერიაძურიმ” მილიტოს დუბლის წყალობით "სიენა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მილანელებმა მესამე პოზიციაზე მყოფ რომის "ლაციოსთან” ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირეს.
"ვიმედოვნებ, ჩვენი გამოცდილება დაგვეხმარება. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. "სიენასთან” გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი თამაში ვიპოვეთ”, – აღნიშნა "ინტერის” არგენტინელმა ფორვარდმა.