იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მახაჩყალის "ანჟი” "ინტერის” ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის შეძენითაა დაინტერესებული და ჰოლანდიელი შუახაზელის გასხვისებაზე უარს არც მილანელები იტყვიან.
თუ Tuttosport-ში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მასიმო მორატი მიმდინარე სეზონში სნეიდერის თამაშით უკმაყოფილოა და სარფიანი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, იგი ჰოლანდიელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სნეიდერის შეძენით "ზენიტიცაა” დაინტერესებული და სანკტ პეტერბურგელები 27 წლის ნახევარმცველში ოცდახუთ მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "ანჟიში” სნეიდერის ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტო’ო თამაშობს, ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ დაღესტნელები ითვლებიან.