მილანის "ინტერის" პრეზიდენტის მასიმო მორატის რევოლუციური ცვლილებების კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ დონ მასიმოს მართლა უნდა ლეონარდოს დაბრუნება სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. ამის შესახებ მან თავად განაცხადა, თან დაუმატა, რომ ბრაზილიელს უფლებამოსილება გაუფართოვდება და მომავალში მთავარ მწვრთნელად დამტკიცებულ ანდრეა სტრამაჩიონთანთან ერთად გუნდსაც ტანდემში უხელმძღვანელებს. პსჟ-სთან,სადაც ამჟამად მუშაობს ლეონარდო, მოლაპარაკებები დაწყებულია ნერიაძურის ბოსს იმედი აქვს,რომ ეს საქმე არ გაჯანჯალდება,რადგან ლეოსაც ძალიან სურვებია "ინტერში" მოღვაწეობა. გარდა ამისა, მორატიმ გაამხილა, რომ გადაწყვეტილი აქვს, ხავიერ ძანეტისა და ესტებან კამბიასოს, ფეხბურთის თამაშისგან მოუწყვეტლივ, გაატაროს სამწვრთნელო კურსები და ლიცენზია ააღებინოს, რათა ისინი არ გაცდნენ და კარიერის დასრულებისთანავე "ინტერის" სამწვრთნელო შტაბში ჩაირიცხონ. ამაზე ორივე არგენტინელი ყაბულს ყოფილა. რაც შეეხება სატრანსფერო მიზნებს და გუნდის ტრანსფორმაციას, ამაზე მხოლოდ მწვრთნელთა დუეტის დანიშვნის შემდეგ დაიწყება კონკრეტულად ფიქრი. მის აზრს არა გვგონია ვინმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს, მაგრამ უკვე ვწერდით, რომ ნერიაძურის ბავშთა გუნდის ერთ ერთ მწვრთნელად მომუშავე მარკო მატერაციმ, გაიგო რა ლეონარდოს შესაძლო დაბრუნებს ამბავი,შეიცხადა,მაგ გაიძვერა კაცის ადგილი აქ არ არის და ამას არ დავუშვებო. მატრიქსს ბევრი არაფერი ეკითხება,მაგრამ გულალალ "მკვლელს" იმას ნამდვილად ვერ დავიკარგავთ, რომ თითქმის სულ სიმართლეს ლაპარაკობს და არც ლეონარდოს შეფასებაში ცდებოდეს დიდად.
ყველა ეს ზემოთმოყვანილი კონტრუქცია შეიძლება დაინგრეს და დიდმა მარკომ გაიხაროს,რადგან იტალიურ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ცნობა,რომ მასიმო მორატი განიხილავს ჩეზარე პრანდელის კანდიდატურასაც,ოღონდ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იქნება მიღებული და იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ რა შედეგს აჩვენებს მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრები.