გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიეგო მილიტო მილანის "ინტერს” დატოვებს. "ნერიაძურის” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს არგენტინელი ფორვარდის შემცვლელეს და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელებმა "რომას” თავდამსხმელს მარკო ბორიელოს დაადგეს თვალი.
ევროპული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მილიტოს სანაცვლოდ "ინტერს” 6 მლნ. ევრო შეაძლიოს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილანური კლუბი იძულებული გახდება შეტევითი ხაზი ახალი ფეხბურთელით გააძლიეროს.
|