"რომას" თავდამსხმელით,რომელმაც 20 წლის ასაკში უკვე დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მოახდინა - მილანის "ინტერია" დაინტერესებული.
შეგახსენებთ "რომა" ფაბიო ბორინის ნახევარს ფლობს,მეორე ნახევარი კი ისევ "პარმას" ეკუთვნის."ინტერს" სწორედ იმ ნახევრის გამოსყიდვა სურს რომელიც "პარმას" გააჩნია,თანაც თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ მილანელები დარჩენილ ნაწილში 7 მლნ ევროს გადახდას აპირებენ,"რომა" კი მეორე ნახევარში 3.5 მლნ-ის გაცემას აპირებდა.მაგრამ "რომას" ხელმძღვანელობა იმედს იტოვებს რომ "პარმა" შეინარჩუნეს კეთილსინდისიერებას და ჯენტლმენური დანაპირების თანახმად მეორე ნახევარს სწორედ "რომას" მიჰყიდის.ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ბორინის სურვილს,ხოლო ის კი თავის მომავალს მხოლოდ "რომაში" ხედავს.
|