იტალიურ "რომაში” მოთამაშე ახალგაზრდა თავდამსხმელის, ფაბიო ბორინის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს "ჯალოროსის” დატოვება არ სურს. ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 21 წლის ფეხბურთელის შეძენას "ინტერი” ცდილობდა, მაგრამ ბორინის წარმომადგენელმა, მარკო დე მარკიმ ყველაფერი უარყო: "სიმართლე გითხრათ, "ინტერის” არცერთ წარმომადგენელს არ შევხვედრივარ. ჩემი კლიენტის მომავლის განხილვისთვის ჯერ კიდევ ადრეა. ბორინი "რომაში” თამაშზეა კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს კლიენტს კარიერის "რომაში” გაგრძელება უნდა” – ციტირებს ბორინის აგენტის სიტყვებს Tutto Mercato. შეგახსენებთ, რომ ბორინი "რომაში” არენდით თამაშობს. იგი "პარმას” საკუთრებაა და რომაელებს ფეხბურთელის შვიდ მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლიათ. მიმდინარე სეზონში, ბორინიმ 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
|