ინტერის ტექნიკური დირექტორი, მარკო ბრანკა არ გამორიცხავს იმას, რომ ინტერმა ზაფხულში მარიო ბალოტელი დაიბრუნოს. როგორც მოგეხსენებათ ბალოტელიმ ინტერი 2010 წელს დატოვა და მანჩესტერ სიტის შეუერთდა, თუმცა იტალიელ ფეხბურთელსა და რობერტო მანჩინის შორის ამ დროის მანძილზე უამრავი კონფლიქტი მოხდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მანჩინის ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი ზაფხულში ბალოტელის გაშვება გუნდიდან. საბოლოოდ იტალიელი სპეციალისტი იმან გააბრაზა, რომ ბალოტელიმ ვარჯიშზე დაიგვიანა იმის გამო, რომ იგი იტალიაში წავიდა.
"ბალოტელი? ახლა ინტერი მხოლოდ კალიარისთან გასამართ მატჩზე ფიქრობს. ვფიქრობ, რომ მარიოსთან ჩვენ მოლაპარაკებებს ორი თვის შემდეგ დავიწყებთ." - აცხადებს ბრანკა.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.