მილანის "ინტერის” კპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "ფიორენტინას” წინააღმდეგ მატჩისას ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც უბერებელი არგენტინელი შეცვალეს. შეხვედრის შემდეგ ძანეტის სიტყვები "ნერიაძურის” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
"მარცხენა ფეხის უკანა ნაწილში ტკივილი ვიგრძენი. აქილევსის ტრავმა მქონდა და ალბათ, თავი აღნიშნულმა დაზიანებამ შემახსენა. სამედიცინო შემოწმებას გავივლი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო მატჩს სრული მზადყოფნით შევხვდე”, – აღნიშნა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ფიორენტინასა” და "ინტერს” შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა
|