ინტერმა განაცხადა,თუ რამდენი უნდა გადაუხადოს მან პორტუს,რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი გამოისყიდოს.
ფრედი გუარინი ინტერში ზამთარში გადაბარგდა არენდის სახით,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ნერაძურიში დებიუტი.
"გუარინის ტრანსფერი 13,5 მილიონი ევრო ღირს",-განაცხადა ინტერის ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ O Jogo-სთან ინტერვიუში. - ასეთ ფასზე მოვილაპარაკეთ პორტუსთან".
"ჩვენ გუარინით ძალიან კმაყოფილნი ვართ,მისი დებიუტი ჯენოასთან შესანიშნავი გამოდგა.მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო,რომ გადავწვიტოთ,დავიტოვოთ თუ არა ეს ფეხბურთელი".
|