"ტოტენჰემის" კვალად, პორტუგალიური "პორტოს" ბრაზილიელი ფორვარდის ჰალკისთვის გამართულ ბრძოლაში მეორე ლონდონური გუნდი ჩაერთო. საუბარია - "ჩელსიზე".
როგორც ცნობილი გახდა, "არისტოკრატების" ხელმძღვანელბოამ "დრაკონებს" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი შესთავაზა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილიელში "მამლებიც" ზუსტად ამ რაოდენობის თანხის გადახდას აპირებს.
აქვე დავამატებთ, რომ ლონდონური კლუბების გარდა, ჰალკზე პრეტენზიას "პსჟ", "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა" და "ინტერი" აცხადებენ.