მილანის ინტერი უახლოეს მომავალში გაუხანგრძლივებს კრისტიან კივუს კონტრაქტს.
შეგახსენებთ, რომ მოთამაშეს კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, თუმცა "ნერაძურის" ბოსები, ყველაფრისდა გათვალისწინებით, არ აპირებენ რუმინელი ლეგიონერის დაკარგვას.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ინტერი 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს კივუს, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელი 2 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში.
|