იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის” ინტერი "ნაპოლის” ორ ფეხბურთელს – ხუან სუნიგასა და ეზეკიელ ვალესის უმიზნებს. Football Italia-ს ცნობით, 26 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხუან სუნიგა "ინტერის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მის ტრანსფერთან დაკავშირებით, მილანელები ნეაპოლელებს უახლოეს მომავალში მიმართავენ. სუნიგას "ნაპოლისთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 5 მილიონი ევროა.
"ნაპოლის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ინტერის” თვალთახედვის არეში მოექცა, ეზეკიელ ლავესია, თუმცა მისი ყიდვა "ნერაძურის” უფრო გაუჭირდება – არგენტინელი შემტევი 30 მილიონზე მეტი ღირს.
|