იტალიური საფეხბურთო გამოცემების მტკიცებით, მილანის "ინტერის” მომავალი მთავარი მწვრთნელი ამჟამად "ბილბაოს” დამრიგებელი მარსელო ბიელსა იქნება. football-italia.net – ის ინფორმაციით, კლუბსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეთანხმების საფუძველზე "ინტერს” ბიელსასთან ერთად "ბილბაოს” რამდენიმე ფეხბურთელიც გადავა. მათ შორის არიან ოსკარ დემარკოსი და მიგელ სუსაეტა.
შეგახსენებთ, რომ "ინტერის” პრეზიდენტს მასიმო მორატის ჯერ კიდევ შარშან სურდა საკუთარ კლუბში ბიელსას ხილვა, თუმცა როგორც სჩანს ეს არ მოხდა.
|