ლონდონის "ჩელსის” პორტუგალიელი განაპირა მცველი ჟოზე ბოსინგვა მილანის "ინტერის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება და მილანელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების იმედი აქვთ.
მიმდინარე სეზონში, 29 წლის პორტუგალიელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ კლუბი შეიცვალოს.
|