სან-პაულუს ახალგაზრდა ტალანტი ევროპული გრანდების ინტერესების სფეროში მოექცა.
"შემიძლია ვთქვა,რომ ინტერი,ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაგვიკავშირდნენ",-განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ Globo Esporte-სთან ინტერვიუში.
"ლუკასს აქვს ყველაფერი,რომ ევროპაში ითამაშოს.იგი შესანიშნავი ფეხბურთელია,ძალიან სწრაფია,მან იცის,როდის უნდა დაარტყას და გადაცემა გააკეთოს".
"თუმცა,ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.თავიდან უნდა მოილაპარაკონ კლუბთან,შემდეგ კი ფეხბურთელთან".
"ახლა ამ დროს ლუკასს სან-პაულუში დარჩენა სურს,კლუბს კი მისი გასხვისება არ სურს".
|