მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი რადემელ ფალკაო უკვე "ინტერისა" და "ჩელსის" მიზანი გახდა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება არისტოკრატები და მილანელები ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.ახლა კი გუნდების ხელმძღვანელებს შორის ფასზე დაობა მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში,თუ "ინტერს" სათავეში ვილაშ-ბოაში ჩაუდგება,მაშინ პორტუგალიელის მიზანი რადემელ ფალკაო გახდება.ხოლო "არსიტკორატთა" მილიარდელი პატრონი რომან აბრამოვიჩი,ფალკაოში 30 მილიონის გადახდას აპირებს.
მიმდინარე სეზონში "როხიბლანკოსთან" ერთად ფალკაოს 33 ჩატარებული მატჩი და 23 გოლი აქვს გატანილი,აქედან 17 ლა ლიგაში,ხოლო 6 ევროპა ლიგაზე.
|