მილანის ინტერის სპორტულმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ განაცხადა, რომ მზადაა შეიძინოს მანჩესტერ სიტის მცველი ალექსანდერ კოლაროვი. ის ასევე ადასტურებს, რომ ბალოტელის დაბრუნება ინტერში გამორიცხულია.
სიტის ეს ორივე მოთამაშე ძალიან ახლოსაა გუნდის დატოვებასთან. ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ის ზაფხულში ბალოტელისა და კოლაროვს აუცილებლად გაყიდის.
"კოლაროვი არის ფეხბურთელი, რომლითაც დაინტერესებული ვართ ჩვენ, ეს სიმართლეა." - განაცხადა ბრანკამ.
"ბალოტელი? ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მისი ინტერში გადმოსვლა არ შედის ჩვენს სატრანსფერო გეგმებში." - დაასრულა მან.
კოლაროვმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში თამაში. მანჩინი მის ადგილზე ძირითადად გაელ კლიშის აყენებს.
|