მისი თამაში ყველას ახსოვს. ლეგენდა იყო ჩილესთვის და ასეთად დარჩება. სადაც კი მივიდა, ყველგან მთავარი მეგოლე იყო და გულშემატკივარსაც სწორედ ამიტომ უყვარდა და ახლაც უყვარს.
როგორც ამბობენ, ფეხბურთის სენი ერთხელ თუ შეგეყარა, მერე იმისგან განკურვნა გამორიცხულიაო და ასე დაემართა ივან სამორანოსაც, რომელიც ახლა საფეხბურთო აგენტია და თავისი ქვეყნის მოთამაშეებს უცხოეთში გასვლაში ეხმარება.
– მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები მადრიდის "რეალში", "სევილიასა" და "ინტერში" თამაშობდით, რომელია თქვენი საყვარელი გუნდი?
– დადებითი თვისებები ყველა კლუბისგან მივიღე. გავიზარდე არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. ბევრ ქვეყანაში მითამაშია – შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიაში, მექსიკაში და ჩილეში, მაგრამ ყველაზე წარმატებული წლები მაინც "რეალსა" და "ინტერში" მქონდა. ყველაზე ბედნიერი წლები კარიერის მიწურულს "კოლო–კოლოში" მქონდა, რომელში თამაშზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
– როგორც ვიცით, ჩილეში გულშემატკივრები ხელით გატარებდნენ...
– საქმე ეს არ არის. მე ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ და როცა იქ გადავედი, ოჯახიც უფრო მეტად შევიცანი. არის აზრი, რომ აფრიკისთვის ასეთი პასუხისმგებლობის ნდობა არ შეიძლებოდა. ინფრასტრუქტურა და კრიმინოგენური სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. თქვენ რას იტყვით?
– ვფიქრობ, აფრიკის კონტინენტმა ეს პატივი დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე იქნება.
– თქვენს კარიერაზე რომ ვისაუბროთ, რომელია უმაღლესი წერტილი? 1998 წლის უეფას თასის მოგება, იმავე წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა თუ 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მოგება?
– პირადი მიღწევები ფორმალურს ყოველთვის აღემატება. კარგია, როდესაც სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ გაღიარებენ, გახდები საუკეთესო ბომბარდირი, ან მოიგებ უეფას თასს, მაგრამ ჩემთვის კონკრეტული პიროვნებების პატივისცემა ყველაფერზე ძვირად ფასობს. როცა ქუჩაში გადიხარ და სრულიად უცხო ადამიანები გეფერებიან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, "იუნისეფის" ელჩად ყოფნა უზარმაზარი პატივია, ჩემი ქვეყნის ბავშვების უფლებების დაცვა უდიდესი სიამოვნებაა.
– მომავლის ფეხბურთი უფრო ათლეტური ან სწრაფი იქნება?
– თანამედროვე ფეხბურთს საუკეთესოდ ლიონელ მესი წარმოადგენს – ის სწრაფია და ტექნიკური. რაღა თქმა უნდა, ფიზიკური კონდიციები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ სასიამოვნოა ისეთი ტალანტების ხილვა, როგორებიც რონალდინიო, კრიშტიანუ რონალდო და მესი არიან, რომელთაც ტექნიკა, ძალა და სისწრაფე, ერთიანად მოსდგამთ.
– ამ წუთისთვის ვის მიიჩნევთ პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ?
– ასეთი ორია – მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
– თქვენ ახლა საფეხბურთო აგენტი ხართ, მაგრამ ევროპაში ჩილელი ფეხბურთელები არ ჩანან...
– იმიტომაც ვართ ევროპაში, რომ ბაზარი გავაფართოვოთ და "ძველი კონტინენტის" კლუბებს ახალი ვარიანტები შევთავაზოთ.
– ახლა სად ცხოვრობთ, ევროპაში, თუ ჩილეში?
– რა თქმა უნდა, ჩილეში. ბევრს კი ვმოგზაურობ, მაგრამ ჩემი ცოლი და შვილები ჩილეში არიან.
– ოჯახზე რას გვეტყვით?
– სამი შვილი მყავს, უფროსი 13 წლისაა, უმცროსი კი 4–ის, მას ივანი ჰქვია.
– რომელიმე მათგანი ფეხბურთს თამაშობს?
– არა. თუმცა, ივანს ბურთის გორება უყვარს და შესაძლოა, ის მომავალში მეორე "ივანე მრისხანე" გახდეს.
|