მილანის ინტერის ცენტრალური მცველის, კრისტიან კივუს აგენტმა – ვიქტორ ბეკალიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ნაპოლიში არ გადავა. მოგეხსენებათ, იტალიურ მედიასაშუალებებში 31 წლის რუმინელის ნეაპოლელთა რიგებში გადაბარგებაზე ბევრს საუბრობდნენ. ნაპოლის წარმომადგენლებს არასდროს შევხვედრივართ. ნეაპოლელები არც ინტერს დაკავშირებიან. კივუსთვის პრიორიტეტული ნერაძურია. იმედია, კლუბთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ. ნაპოლიმ წინადადებით რომც მოგვმართოს, არაფერი შეიცვლება, - განუცხადა ბეკალიმ Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ რუმინელი მილანელთა ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 149 მატჩი და 2 გოლია.
|