მილანის "ინტერის” მცველ კრისტიან კივუს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ 31 წლის რუმინელის აგენტმა, იოან ბეკალიმ Football Italia-ს განუცხადა.
"კიდევ ერთხელ ვამბობ: კივუს სხვა კლუბები არ აინტერესებს. მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ინტერში” სურს. ჯერ არ ვიცი როდის, მაგრამ "ნერაძურის” ხელმძღვანელობას აუცილებლად შევხვდებით და კრისტიანის მომავალს განვიხილავთ. სანამ "ინტერის” პოზიცია არ გვეცოდინება, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ”, - განაცხადა ბეკალიმ.
ცნობისათვის, კივუ "ინტერში” 2007 წლიდან ასპარეზობს. მან მილანელთა მაისური 149 მატჩში მოირგო და 2 გოლი მიითვალა.