იტალიური პრესის ინფორმაციით,მილანის ინტერის მცველი ივან კორდობა სეზონის დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
36-წლის კოლუმბიელს ნერაძურიში დებიუტი 2000-წლის იანვარში ჰქონდა.მთლიანობაში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 454 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
ივანმა ნერაძურისთან ერთად 15 ტიტული მოიპოვა,ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგა,მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი,იტალიის სუპერთასი,იტალიის თასი და ხუთი სკუდეტო.
ოფიციალურად კორდობა კარიერის დასრულებაზე აგვისტოში გამოაცხადებს.
|