მილანის "ინტერის” იტალიელმა თავდამსხმელმა, ჯამპაოლო პაცინიმ, შესაძლოა, კარიერა რომის "ლაციოში” განაგრძოს. Football Italia-ს ცნობით, "ლაციო” თავდასხმის გაძლიერებაზე ფიქრობს და რომაელებმა თვალი "ინტერის” ახალი მწვრთნელის, ანდრეა სტრამაჩიონის მიერ დაწუნებულ პაცინის დაადგეს. სტრამაჩიონის მიერ მილანური გუნდის ჩაბარების შემდეგ, პაცინის სათამაშო დრომ მნიშვნელოვნად იკლო, სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას მოუხშირა მაურო სარატემ, რომელიც "ინტერში” სწორედ "ლაციოდანაა” განათხოვრებული. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაცინის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა და "ლაციო” ამ თანხის ნაწილის გაქვითვას სარატეზე არსებული უფლებების დათმობით აპირებს.
|