მილანი და ინტერი ეძებენ მთავარი მეკარეების შემცვლელს, რომელიც გაამართლებს და გუნდს გამოადგება. ასეთი მეკარე კი უგო ლორისია, რომელიც ამჟამად "ლიონის" ღირსებას იცავს. "მილანი" ეძებს კრისტიან აბიატის შემცვლელს, ხოლო "ინტერი", ჟულიო ცეზარისას. მოთამაშე, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი და პერსპექტივები, როგორც ჩანს ბოლო 2 წლის განმავლობაში იმედ გაცრუებულია თავისი კლუბით "ლიონით", რომელსაც არც თუ ისე კარგი შედეგი აქვს ამ სეზონში. ასევე ლორისით არიან დაინტერესებულნი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი", რომლებსაც სურვილი აქვთ ფრანგი მეკარის, თავიანთ გუნდებში ხილვის. ლორისს, თვალს ადევნებს ორი იტალიური კლუბი, "მილანი" და "ინტერი", რომლებსაც, ლორისი სურთ თავიანთ კლუბებში. ფრანგ მეკარეს "ლიონში" კონტრაქტი ეწურება 2015 წელს და მისი საბაზრო თანხა შეადგენს 18 მილიონ ევროს
|