"ოლიმპიკოზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. 41-ე წუთზე, როზის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას მარკინიო გამოეხმაურა, რომელმაც 6 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მე-2 ტაიმი 4 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზუნიგას მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან შესანიშნავად დარტყმული ლობონტისთვის აუღებელი გამოდგა. 67-ე წუთზე, წინ უკვე სტუმრები იყვნენ - "რომას" საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა კავანიმ ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით გაგზავნა და ეფექტური გოლი გაიტანა. "რომას" ქულა სიმპლისიომ მოუტანა, რომელმაც 88-ე წუთზე, ტალოს ფლანგური გადაცემა გამოიყენა.