ინტერის" ფეხბურთელი მაიკონი მზად არის კლუბთან თავის მომავალზე ისაუბროს. ბრაზილიელი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს სათამაშოდ. მისი აგენტის განცხადებით, ჯერ სეზონი არ დასრულებულა და მოლაპარაკების დაწყებას აზრი არ აქვს.
"კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდებით და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. მაიკონის გადაბირებით რუსები და ჩინელები არიან დაინტერესებულნი, აგრეთვე პსჟ", - განაცხადა აგენტმა.
|