პარიზულმა გრანდმა, თვალი ამჯერად, მილანის ინტერის ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, დუგლას მაიკონს დაადგა.
30-წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ის უკვე ფიქრობს კლუბის გამოცვლას. განუცხადა ფეხბურთელმა თავის აგენტს ანტონიო კალენდოს.
"ამ ეტაპზე ჩემი კლიენტით დაინტერესებულნი არიან, პსჟ და ასევე ჩინური და რუსული კლუბები. ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ სეზონის ბოლოს, რათა დავიწყოთ ინტერთან ერთად მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კლუბის პოზიცია ჩემს კლიენტთან მიმართებაში." - განაცხადა კალენდომ.