ძალიან მინდა დერბში, მომდევნო თვეში "ინტერის" წინააღმდეგ გოლი გავიტანო. არგენტინაში ყველა და ყველაფერი დადუმებულია, როცა "რივერ პლეიტისა" და "ბოკა ხუნიორს" შორის მატჩი ახლოვდება. ალბათ, ასეთივე სიტუაციაა "მილანური დერბის" დროს. მომწონს, როცა ყოფილ არგენტინელ თავდამსხმელს – ხულიო კრუზს მადარებენ. მას ყოველთვის ბევრი გოლი გაქონდა. ცუდია, რომ ის ჩემს მოწინააღმდეგე გუნდში, "ინტერში" თამაშობდა. "კატანიას" მოთამაშე პაბლო ბარიენტოში? ის დიდებული ფეხბურთელი იქნება, რადგან ძალიან ძლიერია.
|