ურუგვაელი დიეგო ფორლანი, შესაძლოა, ესპანურ პრიმერა დივიზიონში დაბრუნდეს. 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა "მალაგას" სურს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კლუბს შეიხების წყალობით ფინანსურად ულხინს, დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს. იტალიური Tuttomercato-ს ცნობით, თავად ფორლანიც ყაბულსაა ესპანეთში დაბრუნებაზე. დიეგო "ინტერში" ვერ ბრწყინავს და ხშირად ტრავმიანობს. შეხსენებისთვის, ურუგვაელი ესპანეთში ჯერ "ვილიარეალის", შემდეგ კი, "ატლეტიკოს" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.
|