"ალ-ვასლის” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ პასუხები იტალიური პრესის კითხვებს გასცა. ლეგენდარულმა არგენტინელმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა - თქვენი აზრით, "ინტერის” არგენტინული ციკლი დასასრულს მიუახლოვდა? - დავიწყოთ იქიდან, რომ არგენტინელებმა "ინტერის” წარმატებაში უდიდსეი როლი ითამაშეს. ძანეტი, კამბიასო, სამუელი, მილიტო – ისინი "ინტერის” ისტორიის შემქმნელები არიან. ყველაფერს აქვს დასასრული. მაურინიომ მათგან მაქსიმუმს მიაღწია, თუმც ფეხბურთელები უკვე ასაკში იყვნენ. არ ვიცი სადამდე ეყოფათ ენერგია ძანეტისა და კამბიასოს, თუმც მაურინიო მათ მოსუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ეგოისტია? ეშმაკის მსახურია? მათ გაიმარჯვეს და ეს ყველაზე მთავარია.
- მაშინ გვითხარით, რატომ არ წაიყვანეთ ძანეტი 2010 წლის მუნდიალზე? როცა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისას ოტამენდიმ მიულერს დებიუტშივე მისცა მშვიდად გატანის საშუალება, ტრიბუნები ძანეტის ითხოვდნენ. იყო ეს უხეში შეცდომა თქვენი მხრიდან? - ასე ადვილია ლაპარაკი! ჩემმა შვილისვილმა ბენჟამინმაც კი იცოდა, რომ ჯარიმას მიულერზე გაითამაშებდნენ. ჩვენ გერმანიის ნაკრების მონაწილეობით სხვა მატჩებსაც ვუყურეთ და ყველაფერი ცხადი იყო. რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო, გასახდელში ბევრიც ვიტირეთ, თუმცა როცა კამერუნელებთან ცდები, გამოსწორების შანსი კიდევ გაქვს. გერმანელები შანსს გიქრობენ და ეს კარგად ვიცოდი. გახსოვთ 1986 წლის ფინალი? წამით მოვდუნდით და 2:0 -დან 2:2 გაგვიხადეს.
- ალბათ, მაშინ მიხვდით, თუ როგორ უნდა მოგეგოთ მუნდიალი. თქვენი გენიალური გადაცემა ბურუჩაგაზე და 3:2. დაბოლოს, არ გკითხვათ, თქვენ უკეთესი ხართ თუ მესი. გვიტხარით, როგორი დუეტი იქნებოდა მარადონა-მესი? - (იცინის). ალბათ, მას იმდენი გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია იმისთვის, რომ საუკეთესოდ ჩაითვალოს, თუმცა ერთს გეტყვით. რით განვსხვავდებით სხვა ფეხბურთელებისგან? ჩვენ მოედანზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება გვახასიათებს. ლეოს ნაკრებში ვწვრთნიდი და კარგად ვაკვირდებოდი: ის ელვისებურად სწრაფია, მას ბუნებრივი ნიჭი აქვს. მისი ტვინი სუპერ-სწრაფ კომპიუტერს ჰგავს. ახლა კი წარმოიდგინეთ ორი ასეთი ფეხბურთელი მოედანზე ერთად. ერთად ფეხბურთს უფრო მეტს შევძენდით.