მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, მარიო ბალოტელის "ნერაძურიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ბალოტელის შეძენა "ინტერის" გეგმებში არ შედის. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ახლა არ გვჭირდება და მის დასაბრუნებლად არაფერი გვიღონია.
ვიცით, რაც შეემთხვა მას "მანჩესტერ სიტიში". ის ყოველთვის ერთნაირი იყო", - განაცხადა მილანური კლუბის პრეზიდენტმა.
|