ტურინის "იუვენტუსმა” გადაწყვიტა, რომ ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს. ამრიგად, იტალიელი ფეხბურთელი "ბიანკონერის” დამდეგ ზაფხულს დატოვებს და სულ ცოტა დააკლდება კლუბში ყოფნის 20-წლიან პერიოდამდე. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მილანის "ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი.
"არ გამკვირვებია. ფეხბურთში მადლიერება დიდი ხანია გაქრა. ჩემი აზრით, დელ პიეროს კლუბში ყოფნის 20 წელი უნდა დაემრგვალებინა, ეს ისტორიული მიღწევა იქნებოდა, თუმცა "იუვემ” თავისი განზრახვა არ დამალა და არც ალესანდროა სულელი”, – მატერაცის სიტყვები Sky Sport Italia-მ გამოაქვეყნა.
|