მადრიდის "რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მილანის "ინტერზე” მოგონებების გახსენებას განაგრძობს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ნერიაძური” 2010 წლის ზაფხულში დატოვა და ამ დრომდე ნოსტალგია აქვს.
"ინტერის” დიდი ფანი ვარ. ეს კლუბი ჩემი სახლია, სადაც ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები. როდის? მომავალზე საუბარი ჯერ არ მინდა. "რეალთან” ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქედან წასვლის შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს”, – საუბრობს მაურინიო.
"უკანასკნელი ათი წლის მანძილზე იმდენი ტიტულის მოგება ვერავინ შეძლო, რამდენიც მე მოვახერხე. ყოველთვის ვერ მოიგებ, თუმცა თუ ამას რეგულარულად აკეთებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ისტორიას ქმნი”.
"მე სამი მიზანი მაქვს. მინდა პირველი მწვრთნელი გავხდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს სამ სხვადასხვა კლუბში მოიგებს. მინდა ჩემპიონის ტიტულს სამ ყველაზე რთულ ჩემპიონატში (ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში) დავეუფლო. რამდენიმე წლის შემდეგ კი მინდა, რომ პირველი მწვრთნელი გავხდე, რომელიც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად რაღაცას მოიგებს”, – დაასრულა მაურინიომ.
|